პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რუმინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა


28.04.2023

რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და რუმინეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით, 20 აპრილს გაიხსნა დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპოზიცია „ქართული ანბანის სამი სახეობა“. ასევე, გაიმართა ქართული ენისადმი მიძღვნილი ვიდეოკოლაჟის პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნისას დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა, პროფესორმა ადრიან ჩოროიანუმ. სტუმართა შორის იყვნენ რუმინეთში აკრედიტირებული დიპლომატები, სამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და დაეთვალიერებინათ ქართული წიგნები და ხელნაკეთი სუვენირები.

რუმინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენის დათვალიერება შესაძლებელი იქნება 3 მაისამდე.