პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„Ryanair“ საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს


17.09.2019

2019 წლის 6 ნოემბრიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია „Ryanair“ საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს.

საქართველოს მთავრობის მიერ ავიაკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „Ryanair“ პირდაპირ ფრენებს განახორციელებს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან თორმეტი ახალი მიმართულებით.

საწყის ეტაპზე, ავიაკომპანია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით რეისებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კი მილანში იფრენს კვირაში 4-ჯერ.

2020 წლიდან ასევე დაგეგმილია პირდაპირი ფრენების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით, პირველ ეტაპზე, კვირაში 3 სიხშირით.