პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“


19.12.2019

UNESCO აცხადებს საერთაშორისო ფოტოკონკურსს სახელწოდებით „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. 2019 წლის კონკურსის მთავარი თემაა „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“. კონკურსი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მსოფლიოდან ფოტონამუშევრების სახით წარმოადგინონ თავიანთი ხედვები აბრეშუმის გზის ქვეყნების საერთო კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის საქართველოს შესახებ.

ფოტოკონკურსის ფარგლებში წარდგენილი ნამუშევრები (მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 20 ფოტოსურათი) უნდა ეხებოდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების შემდეგ თემატიკას:

- გასტრონომია და კვების მრეწველობა;

- მუსიკა და ცეკვა;

- ტრადიციულ სპორტი და თამაშები.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აბრეშუმის გზის ქვეყნებში მცხოვრებ ან ამ ქვეყნებში მოგზაურ 14-25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად: 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.

ფოტოკონკურსში ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 იანვარი.

კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 21 მარტს გამოვლინდებიან.

თითოეული კატეგორიიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული. კონკურსის პირველი ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მე-2 ადგილის მფლობელნი ნახევრად პროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მე-3 ადგილის მფლობელები კი სამოყვარულო ციფრული ფოტოაპარატით დასაჩუქრდებიან. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულების მგზავრობის ხარჯებს კონკურსის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.

კონკურსის შედეგად შერჩეული 50 საუკეთესო ფოტოსგან შექმნილი ფოტოგამოფენა იმოგზაურებს სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე, მომზადდება ფოტოალბომი.

იხილეთ სრული ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და მასში მონაწილეობის შესახებ: https://unescosilkroadphotocontest.org/en

აღნიშნული საერთაშორისო ფოტოკონკურსი გამოცხადდა „UNESCO-ს აბრეშუმის გზების პროგრამის“, „UNESCO-ს ახალგაზრდობის პროგრამისა“ და  „UNESCO-ს კულტურათა დაახლოების საერთაშორისო ათწლეულის (2013-2022)“ ფარგლებში. #UNESCOSilkRoads