პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საფრანგეთიდან საქართველოში ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და სამედიცინო დახმარების პროგრამა


25.05.2021

გაეროს სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (UN Agency - IOM), საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისთან (OFII) პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველთა დახმარებას, სამედიცინო რეინტეგრაციის კუთხით.

პროექტი ითვალისწინებს იმ 100 ადამიანის (300-ის - ოჯახის წევრების ჩათვლით) ნებაყოფლობით დაბრუნებას საფრანგეთიდან საქართველოში, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სამედიცინო დახმარებას მოგზაურობის დროს ან /და საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

კერძოდ, სამედიცინო პრობლემების მქონე პირთა დაბრუნებაში დახმარება გულისხმობს:

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და სამედიცინო რეინტეგრაციის პროგრამის კონსულტანტს (ორენოვანი - ფრანგულ-ქართული), რომელიც  გაგესაუბრებათ თქვენი პროექტის შესახებ, კონფიდენციალურობის დაცვით და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: +33 (0) 6 16 08 63 69 (ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, საფრანგეთის დროით, 10:00-12:00 და 14:00-16:00 საათებში) / ელ. ფოსტა: [email protected]

 

[ცნობისთვის, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნების მსურველ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ასევე, ისარგებლონ ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამით, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელსაც ახორციელებს საქართველოში არსებული OFII - http://www.retourvolontaire.fr/]