პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორული ორგანიზაციების პროექტების დაფინანსებას იწყებს


14.05.2019

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა. სამინისტრო, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით დააფინანსებს საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და განახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე.

საგრანტო პროგრამისდიასპორული ინიციატივების ხელშეწყობამიზანია ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა. პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება, რომლისთვისაც  ბიუჯეტიდან 500.000 ლარის დაფინანსების გამოყოფაა გათვალისწინებული.

საქართველოს მოქალაქეებს 2019 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების  წარდგენა ელექტრონულად შეეძლებათ შემდეგ მისამართზე: [email protected];

საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების (ქართულ ენაზე, ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად.

შედეგად, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30000 ლარი.

განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:

დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება (იხ. დანართი N2);

საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს:

საქართველოს მთავრობის  ამოცანაა ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები  თანამემამულეების მაქსიმალურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში, რაც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება გახლავთ. წარმოდგენილი ინიციატივა დიასპორას შესაძლებლობას აძლევს უკეთ მოახდინოს  საკუთარი იდეების რეალიზება.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის წესის შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს საინფორმაციო არხებზე.

დანართი N1 - საგრანტო პროგრამა "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა";

დანართი N2 - საგრანტო განაცხადის ფორმა.