პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2023 წლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო


24.11.2022

გამოცხადდა  2023 წლის საგრანტო კონკურსი - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას -  „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2018 წლიდან ახორციელებს.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტების მიღება გახანგრძლივდა 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:

[email protected]

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ საგრანტო პროგრამის დანართები:

პროგრამის შესახებ ინფორმაცია;

განაცხადის ფორმა.

საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს პირველი მდივანი თამარ კობახიძე მობ.: +995 592 80 46 55.

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00).