პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ


19.05.2023

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის წევრებმა შეაფასეს კანდიდატების მიერ კონკურსის ფარგლებში წინასწარ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები, პროგრამების აღწერილობა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. კომისიის წევრები, გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ როგორც კანდიდატების მოტივაციას და დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ისე მათ ინფორმირებულობას საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ.

 

დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შემოსული 56 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 20 გამარჯვებული:

 ამერიკის შეერთებული შტატები

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო

ესპანეთის სამეფო

ისრაელის სახელმწიფო

იტალიის რესპუბლიკა

მალტა

ნიდერლანდების სამეფო

საბერძნეთის რესპუბლიკა

საფრანგეთის რესპუბლიკა

უზბეკეთის რესპუბლიკა

 

იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი

 „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 44 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 17 გამარჯვებული:

 

უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა

„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 19 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 16 გამარჯვებული:

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატები

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

ესპანეთის სამეფო

თურქეთის რესპუბლიკა

ირლანდიის რესპუბლიკა

ისრაელის სახელმწიფო

იტალიის რესპუბლიკა

რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა

საფრანგეთის რესპუბლიკა

 

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამები მიზნად ისახავენ ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით პროგრამების გამარჯვებულები, მიმდინარე წლის განმავლობაში  განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.