მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) პროექტის ფარგლებში “მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება - პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში”, რომელიც დაფინანსებულია IOM-ის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, აცხადებს საგრანტო კონკურსს “საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს იდეის მხარდაჭერა კახეთის მხარეში”.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციასა და ადგილობრივი თემების გაძლიერებას რიგი ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს გრანტების გაცემას, ისეთი ბიზნეს იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.
პროექტით განსაზღვრული საგრანტო კონკურსის განხორციელება გათვალისწინებულია თელავისა და ყვარელის მუნიციპალიტეტებში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
- არის საქართველოს მოქალაქე;
- ცხოვრობს და ბიზნეს-იდეის განხორციელებას აპირებს თელავისა ან ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე თემში/სოფელში;
- საზღვარგარეთ იმყოფებოდა 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობით და საქართველოში (ნებაყოფლობით ან იძულებით) დაბრუნდა 2019 წლის 1 იანვარის შემდეგ;
- სურს დაბრუნების შემდეგ თემში/სოფელში დაიწყოს/განავითაროს ბიზნესი, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც მის რეინტეგრაციას, ისე მის თემში/სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან/და თემის საჭიროებების დაკმაყოფილებას;
- ბიზნეს იდეის განხორციელებას გეგმავს ან სხვა დაბრუნებულ მიგრანტთან, ან დაბრუნების თემის/სოფლის სხვა მაცხოვრებელთან ერთად, რომელიც მზადაა მატერიალური, ფინანსური თუ სხვა სახის რესურსებით ბიზნესში თანამონაწილეობის მისაღებად (შენიშვნა: შესაძლებელია რამდენიმე ბიზნეს პარტნიორის მონაწილეობას).
გრანტის ოდენობა და გამოყენების მიზნობრიობა:
- ერთ ბიზნეს გეგმაზე გრანტის ოდენობა შეადგენს 10 ათასიდან 20 ათასამდე ლარს. გრანტის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის სახეობასა და მოსალოდნელ ეფექტებზე (ადგილობრივი თემის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და/ან ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით);
- გრანტი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბიზნესის დაწყება/განვითარებისათვის საჭირო ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შესაძენად. დაუშვებელია საგრანტო რესურსის გამოყენება მომუშავეთა ხელფასზე და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარად.
პირმა, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნულ წინაპირობებს, ბიზნეს იდეის განაცხადის შევსებული ფორმა უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 20 სექტემბრის დღის ბოლომდე, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
განაცხადის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/3k6ARCW
ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ლიკა ძამუკაშვილს, ელ ფოსტა: [email protected] ; ტელეფონი: 577 21 09 27