პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახელმწიფოს ხელშეწყობით გერმანიიდან სამშობლოში კიდევ 130-მდე თანამემამულე დაბრუნდა


26.07.2020

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ივლისს შესრულდა ჩარტერული რეისი ბერლინიდან, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 130-მდე თანამემამულე.

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული რეისით, ასევე, ისარგებლეს ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც გაემგზავრნენ გერმანიაში დროებითი დასაქმების მიზნით.

ახლო მომავალში, ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების განრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.gda.ge/pages/frenebis-ganrigi-sakartveloshi-dasabruneblad

 

[ხშირად დასმული კითხვები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით]