პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკონსულო შემოვლა ქალაქ ვალენსიაში


15.11.2022

ბარსელონაში საქართველოს გენერალურის საკონსულოს ინფორმაციით, 2022 წლის 19 ნოემბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში იგეგმება ვალენსიის რეგიონის, ქ. ვალენსიაში მოქალაქეთა საკონსულო მიღება.

საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას.

გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ განაცხადი თქვენთვის სასურველი საკონსულო მომსახურების შესახებ: https://forms.gle/Adk5FeQbw15KGA5PA

საკონსულო მიღების საათები: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე

მდებარეობა: სასტუმრო Hotel Medium Valencia - ს საკონფერენციო დარბაზი (-1 სართული, Sala C), მისამართი: Av. d'Amado Granell Mesado, 48, 46013 València, Valencia.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ: ტელ: +938363307  (15:00 საათიდან 17:00 საათამდე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით) 

ელ.ფოსტა: [email protected]