პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საპროექტო განაცხადების კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის


20.12.2022

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა (CSRDG), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საქართველოში რეგისტრირებული დიდი, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საგრანტო კონკურსი დაიწყო.

კონკურსის მიზანი საქართველოს სამ რეგიონში — კახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში — ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამისათვის ინიციატივა ბიზნეს კომპანიებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას უჭერს მხარს. 

ბიზნეს კომპანიებს საპროექტო განაცხადების შეტანა ინდივიდუალურად (ან სხვა კომპანიასთან ერთად) და სხვა სექტორთან (ადგილობრივ ხელისუფლებასთან) პარტნიორობით შეუძლიათ. 

თითოეული ინიციატივის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ 8 სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

საპროექტო განაცხადების მიღება 2023 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

ცალკეული პროექტი, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, 2,000-იდან 7,000-მდე ლარით შეიძლება დაფინანსდეს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: 

https://bit.ly/3G5ERj4