პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შესაძლებლობა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის


20.12.2022

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და პლატფორმა B2CGE ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. 

ინიციატივა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ელექტრონული კომერციის განვითარებაში დაუჭერს მხარს. პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტი კომპანიებს B2CGE პლატფორმაზე ელექტრონული მაღაზიების გახსნაში დაეხმარება. კომპანიები შეძლებენ, ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლონ მომსახურებით და საკონსულტაციო მხარდაჭერით, ინტენსიური ტრენინგით ციფრულ მარკეტინგში, თბილისის მასშტაბით შეკვეთის დამუშავებაში მხარდაჭერით (იქნება ეს პროდუქციის დასაწყობება, შეკვეთის დამუშავება თუ მიწოდება) და სხვა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ და ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს, რომლებსაც ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვთ.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა: www.b2c.ge/appforms.