პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს 325 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა


22.03.2020

U.S. News World Report-ის მონაცემებით,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Best Global University Ranking) 322-ე ადგილს იკავებს. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კლასიფიკიაცია 81 ქვეყნის 1500 საუკეთესო უნივერსიტეტს მოიცავს. თსუ კი კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან, რომელიც 1500 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის.

U.S. News & World Report-ის მონაცემებით, ზოგადი რანჟირებით 2020 წელს თსუ 113 პოზიციით დაწინაურდა 2019 წელთან შედარებით და 435-ე ადგილიდან 322-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო დარგობრივი რანჟირებით კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფიზიკის მიმართულებით 22 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი გასულ წელთან შედარებით და  წელს 256-ე ადგილი დაიკავა (2019 წელს იგი 278-ე პოზიციას იკავებდა).

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კლასიფიკაციაში საქართველოდან და რეგიონიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მხოლოდ ორი უნივერსიტეტი - ტარტუს უნივერსიტეტი და მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ რეიტინგში თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტი ყველა უნგრულ და რუმინულ უნივერსიტეტზე წინ დგას და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტზე უკეთეს პოზიციას იკავებს.

U.S. News & World Report უკვე 30 წელია, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კლასიფიკაციას ადგენს. რეიტინგის განსაზღვრისას უნივერსიტეტები ფასდებიან ძირითდად ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა აკადემიური და კვლევითი საქმიანობა, პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემისა თუ კონფერენციების ხარისხი, აგრეთვე, ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტების წილი.

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ პოზიციას კვლავ ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

თსუ მსოფლიოს 325 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა

Best Global Universities Rankings