პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისში საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა


26.05.2019

26 მაისს, თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ,  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს თავმჯდომარემ ოთარ ზურაბიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მემორიალის გახსნის მნიშვნელობას და ისაუბრა პოლიტიკური ემიგრაციის  ღვაწლზე. დავით ზალკალიანის განცხადებითბრძოლა თავისუფლებისთვის არ არის დასრულებული, სანამ ქვეყნის ტერიტორიები  ოკუპირებულია.

ჩვენ რა თქმა უნდა ამ მემორიალით პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნასპირველ რიგში პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც არ შეგუებიან ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ემიგრაციის პირობებში განაგრძობდნენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. დღეს რომ საქართველო ასე ახლოს არის ევროპასთან სწორედ მათი დამსახურება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება.

რა თქმა უნდა ბრძოლა თავისუფლებისთვის არ არის დასრულებული, სანამ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. ამიტომ ჩვენ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სვლას  და  ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად დიდი იმედი გაქვს, ჩვენი სათვისტომოების, რადგანაც მათი ხმა და მათი აქტივობა მსოფლიოსო სხვადასხვა კუთხეში უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ქანდაკება 1921 წელს ემიგრირებული ქართველი პოლიტიკოსების მიერ დაფუძნებულმა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომომ, ქალაქ თბილისს საჩუქრად გადასცა. ქანდაკების აღმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.