პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისური დღეები მილანში


14.09.2022

ასოციაცია “მილანიუმი” 15-17 ოქტომბერს გამართავს გამოფენას. აღნიშნულლი ღონისძიება “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” ფარგლებში გამარჯვებული პროექტის - “თბილისური დღეები მილანში” - ფარგლებში ხორციელდება. 

 

გამოფენა 15 სექტემბერს 17:00 საათზე გაიხსნება.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია:

- გამოფენის გახსნის დღეს 15 ოქტომბერს, ორგანიზატორების მიერ  ქართველი მხატვრების, ხელოვანების წარდგენა და მათი ნამუშევრების გაცნობა საზოგადოებისთვის;

- ღვინის ქართული მარნების პროდუქციის პრეზენტაცია და დაგემოვნება;

- საღამოს, ქართველი მხატვარ-კალიგრაფის ორიგინალური მასტერკლასი.

 

გამოფენის მეორე დღეს, გაიმართება ქართველი ენათმეცნიერის გამოსვლა ქართული ანბანის ისტორიაზე.

ასევე: 

- გაიმართება პოეტი/მხატვრის ახალი კრებულის პრეზენტაცია;

- საღამოს გააფორმებს ცოცხალი კლასიკური მუსიკა;

- ქართველი მხატვრის ორიგინალური მასტერკლასი ქართული ღვინით;

 

მესამე დღეს კვლავ გაგრძელდება სტუმრების, დამთვალიერებლების მიღება, საუბრები ქართულ კულტურასა და მხატვრობაზე. ასევე, გაგრძელდება საინტერესო მასტერკლასები, ქართული კულტურის უკეთ წარმოსაჩენად.

 

უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენა წარიმართება ქართული, ნაციონალური ჟღერადობით ~ ქართველი მუსიკოსისა და ელექრტონული მუსიკის ფონზე. 

დეტალურ ინფორმაციასა და  სიახლეებს გაეცანით  Milanium M&T გგვერდზე.