პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს შენობაში ნინო ონიანის ნახატების გამოფენა გაიმართება


23.06.2022

2022 წელს საქართველო და საბერძნეთი აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და საბერძნეთისა და საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად, თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო აცხადებს ქართული კულტურის ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

ქართული კულტურის ფესტივალი გაიხსნება 2022 წლის 10 ივლისს, 17.00სთ-ზე, გენერალური საკონსულოს შენობაში, ნინო ონიანის ნახატების გამოფენით.