პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკში შეხვედრა გაიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან


29.11.2021

2021 წლის 27 ნოემბერს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ,,ისწავლე საქართველოში’’ პოპულარიზაციასთან დაკავშირებით,  გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი მაია შუხოშვილი,  ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის ‘’კავკასია’’ - ხელმძღვანელი ავთანდილ მიქაბერიძე და გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა, საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობას საბერძნეთის ქართულ დიასპორასა და ადგილობრივ მოსახლეობაში. შედეგად, არსებული პოტენციალის ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოზიდვას.  ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით, როგორც თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს, ისე დიასპორული და საგანმანათლებლო ორგანიზაციების როლსა და ჩართულობაზე.