პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა 2023


24.11.2022

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2023 წლის  საგრანტო კონკურსს - “უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“

პროექტის მიზანია ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.

კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები;

საგრანტო განაცხადის წარდგენა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წლის 21  დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
 
პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 

[email protected] (საგრანტო განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);

დანართები:

  1. პროგრამის აღწერა:
  2. განაცხადის ფორმა:
  3. ხარჯთაღრიცხვის ფორმა:

საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი: +995 595 96 40 00