პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვალენსიის რეგიონის ქალაქ ალიკანტეში საკონსულო მიღება იგეგმება


06.03.2023

ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, იგეგმება ვალენსიის რეგიონის, ქ. ალიკანტეში მოქალაქეთა საკონსულო მიღება.

საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას.

გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ განაცხადი თქვენთვის სასურველი საკონსულო მომსახურების შესახებ:

https://bit.ly/3YqCCwX

 

საკონსულო მიღების საათები: 16:00 საათიდან 20:00 საათამდე

მდებარეობა: Calle Prudencio de la viña 8, 03007, Alicante

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ტელ: +34 938363307 (15:00 საათიდან 17:00 საათამდე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით)

ელ.ფოსტა: [email protected]