პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“ვეფხისტყაოსანი” ბენგალურ ენაზე ითარგმნა


20.10.2021

2022 წელს აღინიშნება საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და მეგობრობის 30 წლისთავი. ორ ქვეყანას შორის 30 წლიანი მეგობრობის აღსანიშნავად, საქართველოს საპატიო საკონსულომ ბანგტლადეშში, თარგმნა ქართული ეპიკური პოემა ბენგალურ ენაზე.

საქართველოს საელჩო დელიში მადლობას უხდის ბატონ ტაჰერულ ისლამ ტაჰერს, წიგნის თარგმანის მომზადებისთვის და ბატონ მაჰმუდალ ჰასანს, რომელმაც მოამზადა ილუსტრაციები წიგნისთვის და ისინი ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებებს მიუსადაგა.

“ვეფხისტყაოსანი” დღემდე თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ჰინდი, და ახლა უკვე, ბენგალურ ენაზე.

ნათარგმნი წიგნი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და მისი წარდგენა იგეგმება ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს მიერ.