პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვლადიმერ კონსტანტინიდმა ქ. ბარსელონაში საკვირაო სკოლა მოინახულა


25.10.2021

ქ.ბარსელონაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, დელეგაციის წევრებთან ერთად, მოინახულა ქ.ბარსელონას „წმინდა ნინოს“ სახელობის ეკლესია და ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლა.

ეკლესიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა სტუმრებს გააცნო სამრევლოსთან არსებული „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესი.

აღსანიშნავია, რომ ქ.ბარსელონას საკვირაო სკოლა  საზღვარგარეთ მოქმედი ყველაზე დიდი ქართული  სასწავლებელია, რომელიც დღეის მონაცემებით, ესპანეთის სამეფოში მცხოვრებ 151 ქართველ მოსწავლეს აერთიანებს.

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ სკოლას გადასცა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული სახელმძღვანელოები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ასევე შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან, რის შემდეგაც სტუმრების პატივსაცემად სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები.

ესპანეთში საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ქ.ბარსელონასა და ქ. ალიკანტეში მცხოვრებ ქართველებთან და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან