პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვროცლავში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა


27.09.2019

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ვროცლავში გაიმართა საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია.

საზეიმო ღონისძიება გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, ილია დარჩიაშვილმა. საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვროცლავში საქართველოს საპატიო კონსული, ვოიჩეხ ვრუბელი წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ისტორიულ კეთილმეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღმავებას და კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს ქვემო სილესიის მარშალმა ცეზარ პჟიბილსკიმ და ქალაქ ვროცლავის პრეზიდენტმა იაცეკ სუტრიკმა.