პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2021

„დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

დაჯილდოების ცერემონია 27 დეკემბერს გაიმართა.

ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის:

ირაკილ კავსაძე, აშშ. მსახიობი და რეჟისორი, 2000 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ვაშინგტონში. არის Synetic Theatre-ის მსახიობი. გახდა Helen Hayes Awards-ის გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესოქორეოგრაფია.

ომერ ფარუქ დემირთაში, თურქეთი. ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კავკასიის კულტურის ცენტრში გაიხსნა ბიბლიოთეკა (საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით), ქართული ენის შემსწავლელი წრე. შეიქმნა ქართული ფოლკლორული ცეკვების შემსწავლელი სტუდია, სადაც 130-ზე მეტი ბავშვია გაერთიანებული, მისი ხელშეწყობით დაარსდა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმედი“.  4 დეკემბერს, მარმარილოს რეგიონის 9 ქართული დიასპორული ორგანიზაციის თანამონაწილეობით, შეიქმნას თურქეთის მარმარილოს რეგიონში მოქმედი ქართული ასოციაციების ფედერაცია და ფედერაციის თავმჯდომარე.

ალექსანდრე თორაძე, აშშ. მუსიკოსი

მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის:

გასტონ ბუაჩიძე, საფრანგეთი. მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და ხელოვნებათმცოდნე. სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი და ნანტ¬ის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი მრავალი წიგნის ავტორია; გასტონ ბუაჩიძის სახელს უკავშირდება ფრანგულ ენაზე  „ვეფისტყაოსანის“ თარგმნა და 1989 წელს გამოცემა.

ლია ჩოკოშვილი, დიდი ბრიტანეთი. გაერთიანებული სამეფო, ოქსფორდის უნივერსიტეტი. 1996 წლიდან ლია ჩოკოშვილი ოქსფორდში მოღვაწეობს. ის ოქსფორდის უნივერსიტეტის ენების ცენტრში ასწავლის ქართულს სხვადასხვა კოლეჯებიდან შეკრებილ ქართული ენის შესწავლის მსურველ ახალგაზრდებს.  ოქსფორდის უნივერსიტეტის ენების ცენტრში ქართული ენის კურსი დონალდ რეიფილდის (დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის  მთავარი რედაქტორი) თაოსნობით შეიტანეს და მას მარჯორი უორდროპის ფონდი აფინანსებს. 

 

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის:

ვიქტორ სირელსონი, აშშ. 1996 წელს ვიქტორ სირელსონის მიერ საფუძველი ჩაეყარა საქველმოქმედო ორგრანიზაცია “Dancing Crane” - ქართული კულტურის ცენტრს.  1964 წელს სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებშ  იმოგზაურა მოსკოვში, ლენინგრადში, ერევანსა და თბილისში. იგი მოიხიბლა საქართველოთი და დაინტერესდა მისი ისტორიით, ხელოვნებით და ტრადიციებით.   მრავალი წლის განმავლობაში იგი წარმოადგენდა  ქართულ ცეკვას ყოველწლიურ საცეკვაო კოლოკვიაში. 2011-2017 - იგი ბრუკლინის  რამოდენიმე სკოლაში  საქართველოს ისტორიისა და ქართული ცეკვის  სწავლების სპეციალური პროგრამის ორგანიზატორია. 25 წლის მანძილზე მისი დიდი ძალისხმევით ჩატარებულია ასობით სხვადასხვა სახის ღონისძიება კონცერტი, ლექცია დემონსტრაცია,ქართული ტრადიციების საღამო, რადიო გადაცემა და სხვა. 

ხატია ხაბულიანი, ნიდერლანდების სამეფო. ცხოვრობს ჰოლანდიაში 1998 წლიდან, მაან დაარსა 2010 წელს საქველმოქმედო ფონდი IMEDI, რომელიც ისახავდა რუსთავში ბავშვთა სახლის დახმარებას , ამჯერად ფონდი ეხმარება მოხუცთა თავშესაფარს ქალაქ რუსთავში; მართავს ქართულ კონცერტებს ჰოლანდიაში, მას ყავდა მოწვეული ანსამბლი ბანი, ანსამბლი შარა, ბენდი 995 და სხვა ჯგუფები, რითაც პოპულარიზაციას უწევს ქართულ კულტურას.  2015 წელს მან პირველად ქართული ხურმის ჩირის იმპორტი აწარმოა.

სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის:

ნოდარ გიორგაძე, სლოვაკეთი. სლოვაკეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს ნოდარ გიორგაძეს, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული ინვესტიცია აქვს განხორციელებული როგორც საქართველოში, ისე სლოვაკეთში. ყველაზე მასშტაბური ბიზნეს პროექტი რაც  საქართველოში განახორციელა არის აკვაპარკი – GINO Paradise, ასევე სასტუმროების ქსელი სახვადასხვა ქალაქებში.

მამუკა წერეთელი, აშშ. America-Georgia Business საბჭოს პრეზიდენტი, Georgian House of Greater Washington, LLC-ის დამფუძნებელი და დირექტორი, American Foreign Policy Council-ში Central Asia-Caucasus Institute-ის უფროსი მკვლევარი. ის ასევე American University’s School of International Service-ის ფაკულტეტის წევრია (Washington, DC & John Hopkins SAIS).  12 წლის განმავლობაში მამუკა America-Georgia Business Council (AGBC)-ის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. ამჟამად ის ორგანიზაციის პრეზიდენტია. საბჭო არის საქართველოში აშშ-ის ბიზნეს ინტერესების ხელშეწყობის და აშშ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი ინსტრუმენტი.

ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის:

გიგა ჭიკაძე, აშშ. ქართველი კიკბოქსიორი და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC). ამჟამად მის წონით კატეგორიაში იკავებს მე-8 ადგილს. 

 

საქართველოს უცხოელი მეგობრი:

ლასლო ბორჰი, უნგრეთი. ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი.  მისი წვლილის ფასდაუდებელია ორ ქვეყანას შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ლიტერატურული კავშირების განმტკიცების საქმეში. მისი უშუალო ძალისხმევით უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენის სწავლების კურსი და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა.

ენდერს ვინბუში, აშშ. კომპანიის, StrateVarious Inc.-ის პრეზიდენტი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აშშ-ში საქართველოს ცნობადობის ამაღლებაში, პოზიტიური იმიჯის  დამკვიდრებასა და სანდოობის ჩამოყალიბებაში.

 

დაჯილდოების ცერემონია:

 

                                                                                                       

სასარგებლო ბმულები