პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პროგრამები

 

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

ევროკავშირი, #EU4Business პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს მცირე და საშუალო საწარმოებს, ადგილობრივი ბანკების მეშვეობით, შეღავათიანი სესხების გაცემის, საოჯახო ბიზნესის მიკრო დაფინანსებისა და მცირე გრანტების გაცემის გზით. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დაბალპროცენტიანი სესხით, სესხის ხანგრძლივი ვადით, დაბალი საგარანტიო მოთხოვნებით და ზოგიერთ შემთხვევაში, სესხის არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში გაცემის შესაძლებლობით. 

ევროკავშირი, ასევე უზრუნველყოფს ტრენინგებს ადგილობრივი ბანკების თანამშრომლებისთვის, რათა ისინი უკეთ მოემსახურონ მცირე და საშუალო საწარმოებს. ასევე, უზრუნველყოფს ტრენინგებს საწარმოთა წარმომადგენლებისათვის, მათი ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით. 

მეტის ნახვა

 

ბიზნესის განვითარების სერვისები

#EU4Business ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, ხელს უწყობს პოტენციალის სრულად რეალიზებასა და ეკონომიკურ ზრდაში.

"ბიზნესის განვითარების სერვისების" ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სახის სერვისები: სხვადასხვა ტიპის საკონსულტაციო მომსახურებები; ინფორმაცია ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ; ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს კლასტერებისა და მათი საქმიანობის შესახებ.

მეტის ნახვა

 

ევროკავშირი ბიზნესისთვის: აკავშირებს კომპანიებს 

#EU4Business და Euro Chambres თანამშრომლობის ფარგლებში  ცხადდება პროგრამა "EU4Business: Connecting Companies". პროექტი მიზნად ისახავს ვაჭრობის ხელშეწყობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანას შორის. ასევე, პროექტი ხელს უწყობს მდგრადი და თანასწორი ეკონომიკური ზრდის მოდელების შემუშავებას. პროექტი ორიენტირებულია იმ ხუთ სექტორზე, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. ესენია: ორგანული საკვები; შემოქმედებითი მრეწველობა; ტექსტილი; ტურიზმი და ღვინის წარმოება.

პროექტი ხელს უწყობს მიზნობრივი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მეტი ინვესტიციის გენერირებას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, საექსპორტო შესაძლებლობის გაზრდასა და მეტი სამუშაო ადგილების შექმნას.

მეტის ნახვა

 

ევროკავშირი კლიმატისთვის - FINTECC

FINTECC - ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი კლიმატის ცვლილებებისთვის  - წარმოადგენს ევროკავშირის კლიმატის ფანჯარას.

პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს შეუძლიათ დანერგონ ტექნოლოგიები განახლებადი ენერგიისთვის, წყლის ეფექტურობისთვის, ენერგოეფექტურობისთვის და მასალების ეფექტურობისთვის. 

FINTECC-ის პროგრამა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საინვესტივიო მხარდაჭერას, პროგრამული პოლიტიკის შემუშავების პროცესში დახმარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

მეტის ნახვა

 

 

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა/Zrda მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. პროექტის პროგრამულ პრიორიტეტებს შორისაა ტურიზმის განვითარება. რეგიონში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად ZRDA ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, კომპლექსური მიდგომის გამოყენებით. ამ მიმართულებით ZRDA-ს ძირითადად მუშაობს სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და თუშეთში. 

მეტის ნახვა

 

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა 

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია საქართველოში დააჩქაროს იმ სექტორების ზრდა, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლის ზრდისა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მოგების გაზრდის დიდი პოტენციალი (გარდა სოფლის მეურნეობის სექტორისა). ამასთანავე, პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაციას ტურიზმის სფეროში, როგორიცაა სამთო/სათავგადასავლო, გასტრონომიული (კულინარიული და ღვინის), კულტურული/რელიგიური ტურიზმი, აგრეთვე, ინტელექტუალური სერვისების, მსუბუქი მრეწველობის, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და სხვა სექტორებში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროგრამის პრიორიტეტია იმ სექტორების განვითარება, რომელთაც აქვთ ისეთი ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

პროგრამა მოიცავს შესაბამისი სექტორებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას, თანამონაწილეობრივი გრანტების გაცემას, იგი ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ახალი ბაზრების ათვისებას, შეთავაზებული პროდუქტის მრავალფეროვნების გაზრდასა და მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას დიდ, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებსა და მათ მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის.  ამასთან, პროგრამა  გულისხმობს სამიზნე სექტორის მოთხოვნების შესაბამისი ტრენინგებისა და საგანამანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას; საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

მეტის ნახვა

 

მეწარმე ქალბატონების მხარდაჭერის პროგრამა 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამ ხელ უწყობს საქართველოში ქალთა ჩართულობას ბიზნესში. პროგრამა ფინანსების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ადგილობრივი ბანკების მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზების მეშვეობით, რომლებიც გამიზნულია მხოლოდ იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, იგულისხმება ის საწარმოები, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 250-ზე ნაკლებია, ხოლო წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროზე ან ბალანსი 43 მილიონ ევროზე ნაკლებია. პროგრამა, აგრეთვე, ითვალისწინებს დაფინანსებას ახალი წამოწყებებისთვის. კერძოდ, კომპანიის მთლიან ოპერაციულ მართვას უნდა ახორციელებდეს ქალი. ის შეიძლება ასევე მთლიანად ან ნაწილობრივ ფლობდეს ამ კომპანიას. მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამ მოქმედებს საქართველოს მასშტაბით და იგი ეხება თითქმის ყველა სექტორს, გარდა საბანკო და ფინანსური მომსახურებები, სამხედრო საქონლისა და მომსახურებების წარმოების, აზარტული თამაშების ბიზნესისა და თამბაქოს სფეროებისა.

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები