პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი / დაბა ხარაგაული

მიმოხილვა

დაბა ხარაგაული - მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, არის მუნიციპალიტეტის ცენტრი.

ხარაგაული მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე ვიწრო და ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 280-400 მ-ზე. თბილისიდან საავტომობილო გზით დაშორებულია 198 კილომეტრით, რკინიგზით - 160 კმ-ით. მანძილი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალამდე შეადგენს 12 კმ-ს, ხარაგაულში გადის რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი და არის რკინიგზის სადგური „ხარაგაული“, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 90 კმ-ს.

ხარაგაულში ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა. იცის ზომერიად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული.

დაბაში მდებარეობს ორსართულიანი თორმეტი მოციქულისა და შობის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომლიც ფაქტობრივად დასრულებულია და ამჟამად მიმდინარებს შიდა მოპირკეთების სამუშაოები.

ხარაგაული ჩაისახა, როგორც რკინიგზის სადგური XIX ს. 70-იან წლებში, ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით და შეიძინა ადმინისტრაციული, ხოლო შემდგომ სამეურნეო ფუნქცია. ერქვა ბელაგორი, შემდეგ მიიღო სახელი „ხარაგოული“. დაბის სტატუსი მიიღო 1944 წელს. 1949 წლიდან ეწოდა ორჯონიკიძე. 1989 წელს დაუბრუნდა სახელი „ხარაგაული“.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, დაბაში ცხოვრობს 1965 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

1983

3119

--

--

2002

 2880

--

--

2014

 1965

879

1086

დაბა ხარაგაულში არის 2 საჯარო და 1 კერძო სკოლა, 2 საბავშვო ბაღი, 2 ბიბლიოთეკა, სამედიცინო ამბულატორია და საავადმყოფო, კულტურის ცენტრი, სპორტული მოედანი და დარბაზი, საფეხბურთო სტადიონი. დაბაში მდებარეობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, რომელიც 1978 წელს დაარსდა. დაბაში ამჟამად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება მიიღოს სხვადასხვა ტიპის მომსახურება ერთ სივრცეში (საჯარო რეესტრი, საბანკო მომსახურება), ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

დაბა მთლიანად ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემით, არის საკაბელო და უკაბელო ინტერნეტ ქსელი. მიმდინარეობს ძირულა-ჩუმათელეთი-ხარაგაული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ასევე შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწა შენობა-ნაგებობით (ყოფილი ვეტერინალური კლინიკის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: შენობის საერთო ფართობი: 394.56 მ2; სართულების რაოდენობა: 2, ოთახების რაოდენობა: 6, ჭერის სიმაღლე: 2.5 მ, ტექნიკური მდგომარეობა: ექვემდებარება რემონტს.

  • საკადასტრო კოდი: 36.01.31.228
  • ადგილმდებარეობა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, დაბა ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. N105; ნაკვეთი ცენტრიდან მდებარეობს 2.5 კმ-ში, მანძილი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალამდე შეადგენს 10 კმ-ს, 1 კმ-ში გადის რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი და 1,5 კმ-ში არის რკინიგზის სადგური „ხარაგაული“. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია - 90 კმ.
  • ფართობი: 6579.00 მ2
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ისლარი (3 კმ), სოფელი ლაშე (4 კმ) და სოფელი თეთრაწყარო (3 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე 30 მეტრში გადის მოასფალტებული გზა
    • ელექტრო სისტემა: ელექტრო სისტემა შენობასთან არის 20 მეტრში
    • წყალმომარაგება: წყალგაყვანილობის სისტემა შენობასთან არის 20 მეტრში
    • გაზმომარაგება: გაზგაყვანილობა შენობასთან არის 20 მეტრში
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია გამოყენებული იქნას სასტუმროდ, საწარმოდ ან საცხოვრებლად.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: 58 000 (ორმოცდათვრამეტი ათასი) ლარი (1 მ2 - დაახ. 9 ლარი).
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქ N15. ხარაგაულის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი კახაბერ გოლუბიანი. ტელ: (+995) 577 57 72 17; ელ.ფოსტა: [email protected]

 

2. არასასოფლო-სამეურნეო მიწა 7 შენობა-ნაგებობით და ერთი აუზით (ყოფილი გამთიშველების ქარხანა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწა მასზე არსებული 7 შენობა ნაგებობებით და აუზით
  • შენობის აღწერა: აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ყოფილი სამხედრო დანიშნულების 7 შენობა-ნაგებობა (საერთო ფართი - 1791 მ2) და აუზი (ფართი - 60 მ2); სართულების რაოდენობა I, II და III შენობაში - 3; ოთახების რაოდენობა I, II და III შენობაში ჯამურად - 75; ჭერის სიმაღლე I, II და III შენობაში - 3.6 მ. ტექნიკური მდგომარეობა: I, II და III შენობა ექვემდებარება რემონტს და რეაბილიტაციას, ხოლო დანარჩენი შენობები ექვემდებარება დემონტაჟს.

  • საკადასტრო კოდი: 36.01.31.376
  • ადგილმდებარეობა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, დაბა ხარაგაული, ნიორაძის ქუჩა, N3; დაბის ცენტრიდან მდებარეობს 3.5 კმ-ში, მანძილი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალამდე შეადგენს 12.5 კმ-ს, 2.5 კმ-ში გადის რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი და 3 კმ-ში არის რკინიგზის სადგური „ხარაგაული“. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია - 90 კმ.
  • ფართობი: 10203.00 მ2
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ისლარი (3 კმ), სოფელი ლაშე (4 კმ) და სოფელი თეთრაწყარო (3 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის მოასფალტებული გზა
    • ელექტრო სისტემა: ნაკვეთიდან 20 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: ნაკვეთიდან 20 მეტრში არის წყლის სისტემა
    • გაზმომარაგება: ნაკვეთიდან 20 მეტრში არის გაზმომარაგება
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია საწარმოო მიზნით გამოყენება.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო, ტელეფონი: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები