პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს უცხოელი მეგობრების განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) ფარგლებში, ყოველწლიურად ახორციელებს პროექტს - დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს უცხოელი მეგობრების განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება.

პროექტის მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 6 ნომინაციაში გამოვლინდებიან დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებას მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებაში.

პროექტის თანახმად, დიასპორის წარმომადგენლების ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]

2022 წლის გამარჯვებულები 2021 წლის გამარჯვებულები 2019 წლის გამარჯვებულები 2017 წლის გამარჯვებულები

სასარგებლო ბმულები