პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორული მედია


ქართული კვირა - ქართული დიასპორული პორტალი http://kartuli.kvira.ge/, რომელიც ძირითადად მუშაობს ემიგრაციის თემებზე. პორტალის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის მეტად გაღრმავება. აღნიშნული დიასპორული მედია მკითხველს სთავაზობს სიახლეებს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ბიზნესის მიმართულებით, ასევე, რუბრიკებს - ადამიანური ისტორიები, ინტერვიუები გამორჩეულ პერსონებთან, ემიგრანტების წერილები და სასარგებლო რჩევები.

ვებ-გვერდიhttp://kartuli.kvira.ge/  / Facebook: https://www.facebook.com/kartulikvira/

 


 

  

speech – ქართული მედია პლატფორმა, რომელიც წარმოგიდგენთ ემიგრაციაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში გამორჩეულ ადამიანებს და მათ მიღწევებს. მედია პლატფორმის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ისტორიული და თანამედროვე მოვლენები, თავი მოუყაროს დიდ ქართულ საგანძურს მთელ მსოფლიოში და ხელი შეუწყოს უცხოეთში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სამშობლოში ინვესტირებას, აგრეთვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული სისტემების დანერგვასა და ინტეგრირებას საქართველოში. Speech-ის მიზანია გაჩნდეს მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა ემიგრაციაში.

ვებ-გვერდიhttp://speech.ge/  / Facebook: https://www.facebook.com/speechmedia / ელ.ფოსტა[email protected] 

 


 

Diaspora.ge - ქართული დიასპორული ვებ-გვერდი, რომელიც მკითხველს სთავაზობს მუდმივად განახლებად ინფორმაციას საქართველოსა და საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებზე კულტურის, განათლების, საზოგადოების, ეკონომიკის, ტურიზმისა და ბიზნესის მიმართულებით. აღნიშნული დიასპორული მედია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ბერძნული დიასპორის და საბერძნეთში ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვან თემებზე. დიასპორული მედია DIASPORA.GE დაფუძნდა 2017 წლის 18 დეკემბერსმიგრაციის საერთაშორისო დღეს, დამფუძნებელი გახლავთ ავთანდილ გიუნაშვილი. მედია მაუწყებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავს პარტნიორი დიასპორული ორგანიზაციებირომლებთანაც თანამშრომლობს ოფიციალური მემორანდუმების ფარგლებში.

ვებ-გვერდი: http://diaspora.ge/ / Facebook: https://www.facebook.com/diasporaqartuli/


 

  

NOSTAL.GEსაინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი, რომელიც ძირითადად ემიგრანტებისთვისაა შექმნილი. ემიგრანტული პორტალის მიზანია უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ინფორმირება საკანონმდებლო, სამედიცინო, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე, რომელიც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გაუმარტივებს უცხო გარემოსთან ადაპტაციას. NOSTAL.GE-ის დამფუძნებელი გახლავთ გიორგი ჯანელიძე, გუნდის წევრები კი არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც წარსულში მუშაობდნენ ყოველკვირეულ ემიგრანტულ გაზეთში -„გეორგიანი ეფიმერიდა“ / „ჯორნალე ჯორჯიანო“ / „ქართული გაზეთი“ (იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა საბერძნეთსა და იტალიაში).

ვებ-გვერდი: https://nostal.ge/ / Facebook: https://www.facebook.com/www.nostal.ge/

 


GEORGIANS.GR - საინფორმაციო სააგენტო ქართული დიასპორისთვის საბერძნეთის რესპუბლიკაში. ემიგრანტული სააგენტო ასახავს საბერძნეთში ქართული ემიგრაციის სიახლეებს და ზოგადად, დიასპორის წარმომადგენლებისთვის საჭირო პრაქტიკული სახის ინფორმაციას. სააგენტო GEORGIANS.GR-ის დამფუძნებელი გახლავთ ბექა ბექაური.

ვებ-გვერდი: https://georgians.gr/  / Facebook: https://www.facebook.com/georgians.gr/

 


"თვისტომი მედია"- ქართული ემიგრანტული საინფორმაციო მედია ცენტრი. იგი  2018 წელს დაარსდა ქ. ნიუ იორკში და გახლავთ ამავე ქალაქში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციის „თვისტომის“ მედია პლატფორმა. „თვისტომი მედიას“, აგრეთვე, აქვს რადიო „თვისტომი“, რომლის მოსმენა შესაძლებელია ინტერნეტით და მობილურ ტელეფონში რადიოს აპლიკაციის ჩამოტვირთვის საშუალებით. „თვისტომის“ პრეზიდენტი გახლავთ ნიკოლოზ ჩხეიძე, ვიცე-პრეზიდენტი - ირინა მიქაბერიძე, მედია კოორდინატორი კი - ნიკა წილოსანი.

ვებ-გვერდი: http://www.tvistomi.com/  / Facebook: https://www.facebook.com/Tvistomi/

ელ-ფოსტა: [email protected] / [email protected]  


  

KULTURGEORGIEN - გერმანულენოვანი პორტალი ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით. პორტალი მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას უახლესი ქართული ლიტერატურის თარგმანებისა და ლიტერატურის სფეროში მიმდინარე მოვლენების, სახვითი ხელოვნების, არქეოლოგიის, კინოსა და თეატრის ისტორიის შესახებ. პორტალი, აგრეთვე, ასახავს გერმანიაში ქართულ კულტურასთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ სიახლეებს. პორტალი - www.kulturgeorgien.com შეიქმნა „ბერლინის ქართული კულტურის ცენტრის“ (Georgisches Kulturzentrum Berlin) მიერ.

ვებ-პორტალი: https://www.kulturgeorgien.com/ / Facebook: https://www.facebook.com/kulturgeorgien/

 


« Les Infos Brèves France Géorgie » - არის ყოველთვიური ფრანგულენოვანი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც აშუქებს ქართულ-ფრანგულ თემებს. საინფორმაციო ბიულეტენი მკითხველს სთავაზობს ბეჭდური და ონლაინ მედიის მიმოხილვას, სიახლეებს სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით.  ბიულეტენის მიზანია დაინტერესებულ პირებს ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას ქართულ-ფრანგული ურთიერთობების სფეროში გასული თვის განმავლობაში მომხდარი მოვლენებისა და სამომავლო ღონისძიებების შესახებ. « Les Infos Brèves France Géorgie » 2003 წლიდან ვრცელდება ელექტრონულად, სრულიად უსასყიდლოდ. საინფორმაციო ბიულეტენის სამიზნე პუბლიკა გახლავთ საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის, დიასპორული ორგანიზაციების, ორი ქვეყნის აკადემიური სივრცის, სპორტის, კულტურისა და მედია სფეროს წარმომადგენლები. ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერა შესაძლებელია შემდეგ ელ-ფოსტაზე [email protected] - საკუთარი მეილის გაგზავნით.  

Facebook: https://www.facebook.com/InfosBrevesFG/ 

 


ჟურნალი "მამული" / Journal "Mamuli" - დაარსდა 2003 წელსნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ჯერსი-სიტიში, ქართველი ჟურნალისტის, მანუჩარ კაჭახიძის მიერ. 64-გვერდიანი აკადემიური სახის გამოცემა მოიცავს ლიტერატურულ წერილებს, ესეებს, სიახლეებსა და ანალიტიკურ სტატიებს საქართველოზე. ჟურნალი თვეში ერთხელ, მრავალათასიანი ტირაჟით, იბეჭდება და სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა თანამემამულეებს.

ჟურნალის ელექტრონული ვერსია: www.mamuli.com / Facebook: https://www.facebook.com/MamuliJournal / ელ-ფოსტა: [email protected]   

 



რადიო „საუნჯე“ - დაარსდა 2018 წლის სექტემბერში, ქალაქ ნიუ იორკში, ნიკო ნადირაშვილის ინიციატვით. რადიო მაუწყებლობს ინტერნეტით, 24 საათის განმავლობაში და მისი მოსმენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. რადიო "საუნჯე" მსმენელს სთავაზობს ძველ ქართულ მივიწყებულ სიმღერებს, ნაწყვეტებს ქართული კინოფილმებიდან, ამონარიდებს ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან, ლეგენდებს, თქმულებებს, რომლებსაც კითხულობენ დიდი ქართველი მსახიობები. რადიოს იდეოლოგია ეფუძნება ხალხთა ურთიერთსიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას. რადიო არ აშუქებს პოლიტიკურ საკითხებს. მისი მოსმენა, აგრეთვე, შესაძლებელია მობილურ ტელეფონში - Radio SAUNJE-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვის საშუალებით.  

ვებ-გვერდი: http://www.radiosaunje.com/ / Facebook: https://www.facebook.com/Radio-Saunje-1875971972695519/

 


 

"სამკვიდრო / Самквидро" - ყოველთვიური ქართულენოვანი რადიოგადაცემა, რომელიც თვეში ერთხელ, კვირა საღამოს გადის ესტონეთის ტელერადიო სამაუწყებლო კორპორაციის "Radio 4"-ის ეთერში. გადაცემები ეხება ესტონეთსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს ისტორიას, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, ესტონეთში ქართული სათვისტომოს სიახლეებს. გადაცემებში იწვევენ სტუმრებს, მსმენელს საშუალება აქვს მოუსმინოს ქართულ მუსიკას. ესტონურმა რადიომ ყოველთვიური ქართულენოვანი გადაცემის მაუწყებლობა 2018 წლის 30 სექტემბერს, ესტონეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციის - „ქართული სახლის“ ინიციატივით დაიწყო.                                                   

რადიოგადაცემა "სამკვიდრო / Самквидро": https://r4.err.ee/1033450/samkvidro

 


 

"სულიკო" - ქართულენოვანი გადაცემაა, რომელიც გადაიცემა გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ქალაქ ფრანკფურტის სიხშირეზე - Radio X - UKW 91,8 MHz. გერმანულ რადიოში გადაცემა "სულიკო" თვეში ერთხელ - 2019 წლის სექტემბრიდან გადის, ფრანკფურტში არსებული "კავკასიური ფოლკლორული ცეკვების ანსამბლის" (Caucasiada e.V) ინიციატივით. გადაცემა ეხება საქართველო-გერმანიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს, წამყვანი კი გახლავთ ზაქარია ფურცხვანიძე.

დამატებითი ინფორმაცია: https://www.facebook.com/Caucasiada-eV-202844293440856/


EXCLUSIVETV.GE - საქართველოში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, ასევე, ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვან თემებზე. საინფორმაციო სააგენტოს ჰყავს საკუთარი წარმომადგენლობები საბერძნეთისა და იტალიის რესპუბლიკებში.

ვებ-გვერდი: http://exclusivetv.ge/  / Facebook: ექსკლუზივი tv ქართველები

სასარგებლო ბმულები