პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

GDA.GE - პორტალის შესახებ

GDA.GE | ქართული დიასპორა არის დიასპორული პორტალი, რომლის მართვას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პორტალი შეიქმნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგად, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

ვებ-პორტალის სლოგანია „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“, მიზანი კი არის ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ქართული დიასპორის განვითარების ხელშეწყობა.

GDA.GE გახლავთ ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული და მომხმარებელზე ორიენტირებული ინფორმაციის მიმწოდებელი ერთადერთი დიასპორული პლატფორმა ქართულ ვებ სივრცეში.

პორტალის სამიზნე აუდიტორიაში იგულისხმება როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებები, ასევე ბიზნეს სექტორი, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც პორტალის მეშვეობით აქვთ შესაძლებლობა ერთმანეთთან დაამყარონ ურთიერთასარგებლიანობაზე დაფუძნებული კავშირები.

აღსანიშნავია, რომ დიასპოული ვებ პორტალის სტრუქტურის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს თავად დიასპორის წარმომადგენლებმა, რომელთა ხედვები გათვალისწინებულ იქნა უშუალოდ პორტალის შექმნის პროცესში.

პორტალის კონცეფცია სრულ თანხვედრაშია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული ხედვის დოკუმენტთან „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“.

სასარგებლო ბმულები