პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" ფარგლებში, თემატური შეხვედრა „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“ გაიმართა. 

თემატურ პანელზე „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“, მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის მხარდამჭერი ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზღვარგარეთ წარმატებული თანამემამულე მეწარმეების მიერ ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე, პრაქტიკულ, თუ ფორმალურ საკითხებზე. პანელზე, ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხილვას, კერძოდ, იმ სიკეთეებს, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს.

                       

სასარგებლო ბმულები