პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაღალმთიანი რეგიონები

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონითანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობენ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებები: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.

 

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ფიზიკურ პირს  ენიჭება  შემდეგი კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში:

 

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

ფიზიკური პირისთვის არსებული საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში:

 

საწარმოსთვის არსებული საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში:

 

 

მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა

პროგრამას ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და მისი მიზანია მაღალმთიან რეგიონებში: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბებისა და საძოვრების რაციონალურად ათვისება; მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა; მსხვილფეხა პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა და აპრობირება; ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება; მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა.

მეტის ნახვა

მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა(GRETA)

პროექტი „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ ხორციელდება ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდა სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და ზემო იმერეთში. 

პროექტი მდგრადი სამთო ტურიზმის მიმართულებით გულისხმობს: სტრატეგიული პოლიტიკის და დოკუმენტების შემუშავებაში ხელშეწყობას; ორი რეგიონის - სვანეთისა და რაჭის ბრენდის შექმნასა და  რეგიონალური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას; ახალი საბაზრო შესაძლებლობების აღმოჩენა-განვითარებას; საგრანტო დახმარებას ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის.

ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი პროექტი: კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასების პროცესს;  ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან (თვითმართველობა, კერძო სექტორი, მწარმოებლები) თანამშრომლობით, იგი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის რეგულაციების შესახებ აღნიშნულ სექტორში; დახმარებას უწევს ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების პროცესს; ასევე, პროექტი საგრანტო / აღჭურვილობით დახმარებას სთავაზობს ადგილობრივებს ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში.

პროექტის ბენეფიციარები: ტურიზმის სფეროში მოღვაწე 400 მცირე საწარმო, 300 განთავსების მომსახურების მიმწოდებელი, 300 სხვა ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, 230 ფერმერი, 2 სასერთიფიკატო ორგანო, 76 ადგილობრივი მოსახლე და სხვ.

სასარგებლო ბმულები