პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ონლაინ დიასპორული ღონისძიებები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გამართული ონლაინ დიასპორული ღონისძიებები და შეხვედრები საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან:

 

2021 წლის 14 აპრილი - დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით, ვირტუალურ ფორმატში, გამართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნულის ფარგლებში შედგა საგარეო უწყების მიერ გამოცხადებული კალიგრაფიის კონკურსის "ჩემი ენა ქართული" გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა თანამემამულეებში ხელით წერის კულტურის განვითარების ხელშეწყობასა და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წამოჩენას, მონაწილეობა მიიღო 118-მა პირმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაიმარჯვა 13-მა კონკურსანტმა. ღონისძიების დასასრულს, მოეწყო ვირტუალური ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში.

                                                                                                       

 

 

2021 წლის 27 თებერვალი - "ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი"

ფორუმი მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს სამეწარმეო და ბიზნეს გარემოს, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების წარდგენას შემდეგი ოთხი თემატური სესიის ფარგლებში: საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები, საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

                                                                                                       

 

 

2021 წლის 25 თებერვალი - ონლაინ შეხვედრა ქართული ისტორიული და თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლებთან თემაზე "100 წელი 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან"

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ემიგრაციაში წასული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შთამომავლებმა, თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლებმა, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, რომელთაც მიმოიხილეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები.

                                                                                                       

 

 

2021 წლის 11 თებერვალი - ონლაინ კონსულტაცია ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული საბუთები დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც მოწმდება. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში, შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე  თუ მას ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს, რომელიც დადგენილია, ასევე, შენგენის რეგულაციით. ონლაინ კონსულტაციის ფარგლებში მიმოხილულია მოცემულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.

                                                                                                        

 

 

2020 წლის 26 ნოემბერი - ვებინარი "ისწავლეთ იტალიაში!"

სტუდენტებისთვის იტალიაში განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით გამართული ვებინარის ფარგლებში მიმოხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა იტალიაში სწავლის წესები და პროცედურები, აპლიკაციები და რეგისტრაცია, სწავლასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები, ვიზები, დაზღვევა, გრანტები და დასაქმების შესაძლებლობები.   

                                                                                                         

 

 

2020 წლის 9 ოქტომბერი - ვებინარი "ისწავლეთ ავსტრიაში!"  

ვებინარის მსვლელობისას ავსტრიაში სწავლით დაინტერესებულ პირთათვის განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ავსტრიაში განათლების მიღების შესაძლებლობები, წესები და პროცედურები, აპლიკაციები და რეგისტრაცია, სწავლასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები, ვიზები, დაზღვევა, გრანტები და დასაქმების შესაძლებლობები.

                                                                                                         

 

 

2020 წლის 11 სექტემბერი - საქართველო - წარმატებული გამოცდილება გლობალური პანდემიის დროს - სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისათვის გაწეული საქმიანობის შეფასება და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის - „JPM Strategic Solutions“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების წარდგენა

გლობალური პანდემიის პირობებში, 2020 წლის წლის ივლისის მონაცემებით, სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნდა 22 862 მოქალაქე, ხოლო ადგილზე დახმარება გაეწია 23 296 თანამემამულეს. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „JPM Strategic Solutions“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევამ, გამკლავებოდნენ კორონავირუსს, მაღალი შეფასება მიიღო და მათ შორის, დიდი მოწონება დაიმსახურა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის დროს უცხოეთში მყოფ თანამემამულეთა ადგილზე დახმარებისა და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესმა.

                                                                                                         

 

 

2020 წლის 27 აგვისტო - "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის" სახელმწიფო საგრანტო პროგრამის 2020 წლის გამარჯვებულ დიასპორელთა წარდგენა 

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2020 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად გამოვლინდა 45 გამარჯვებული თანამემამულე  მსოფლიოს 19 ქვეყნიდან. ახალი კორონავირუსის (COVID-19) ფართოდ გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 2020 წელს პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

                                                                                                         

 

 

2020 წლის 8 ივლისი - "იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის" პრეზენტაცია  

აღნიშნული გზამკვლევი პრაქტიკული სახელმძღვანელოა იტალიაში მცხოვრები ქართველი მიგრანტებისთვის და მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ისეთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა ვიზა, ბინადრობის ნებართვა და მისი მოპოვება, სოციალური დაცვა, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანდაცვა და ა.შ.

                                                                                                          

იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი

სასარგებლო ბმულები