პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროგრამა „მომავლის ბანაკი“

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ახალგაზრდობის სააგენტოსთან" თანამშრომლობით ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამას - „მომავლის ბანაკი". 

პროგრამის ფარგლებში, ზაფხულის პერიოდში, 13-დან 25 წლამდე ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულეები 5 დღით ბანაკებში მიემგზავრებიან. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 150-მდე ახალგაზრდა სარგებლობს. კერძოდ, 18-დან 25 წლამდე სტუდენტები მიემგზავრებიან „შაორის მომავლის ბანაკში", რომელიც მოიცავს სხვადასხვა შემეცნებით, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობას, ხოლო 13-დან 18 წლამდე მოზარდები კი მიემგზავრებიან „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“ ქუთაისში, სადაც აქტიურ დასვენებასთან ერთად ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით, გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს ყოველი წლის გაზაფხულზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ მისამართზე: [email protected]

სასარგებლო ბმულები