პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საინვესტიციო რესურსები საქართველოს რეგიონების მიხედვით

მშობლიურ ქვეყანაში, ქალაქსა თუ სოფელში ინვესტირების შესაძლებლობებზე სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რომლებსაც სურთ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება და/ან ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობა.

ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინიციატივით, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში დაიწყო და მიმდინარეობს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ქართული დიასპორისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საინვესტიციო შესაძლებლობები მოიცავს როგორც მატერიალური სახის რესურსებს (მიწა, შენობა, სასარგებლო წიაღისეული და სხვ.), ისე ტრადიციული წარმოებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების, მოქმედ ბიზნესთან ინტეგრირების, ადამიანური რესურსების განვითარებისა და სოციალური ხასიათის პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობებს. ამ შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია თანდათან გაფართოვდება და საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, მიიღონ საჭირო ინფორმაცია საინვესტიციო რესურსების შესახებ, რომელიც კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში იყიდება, იჯარით გაიცემა ან იძლევა თანაინვესტირების შესაძლებლობას. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოში დიასპორული ინვესტიციების მოზიდვას.

საინვესტიციო რესურსების შესახებ განთავსებული ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს:

საინვესტიციო რესურსები კონკრეტული მხარეების, მუნიციპალიტეტებისა და დასახლებული პუნქტების (ქალაქი, დაბა, სოფელი) მიხედვით არის განთავსებული, თუმცა რესურსების მოძიება პოტენციური ინვესტორისთვის სხვა პარამეტრების მიხედვითაც არის შესაძლებელი.

სასარგებლო ბმულები