პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა

საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მოგენიჭოთ აღდგენის წესით, იმ შემთხვევაში, თუ ის შეგიწყდათ:

მოქალაქეობის საკითხთა კომისია აფასებს ცოდნის დონის შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან სახელმწიფო ენაში. (ტესტირება ჩასაბარებელი არ არის არამართლზომიერად მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების დროს.)

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;

მშობლის/მშობლების არჩევნის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირი.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების მეშვეობით.

მომსახურების ვადა / მომსახურების ტარიფი

30-ე დღეს                   100 ლარი

20-ე დღეს                   150 ლარი

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

[დამატებითი ინფორმაცია: მოქალაქეობა]

 

სასარგებლო ბმულები