პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საჩხეური - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. შედის დღნორისის ადმინისტრაციულ ერთეულში. მდებარეობს ზღვის დონიდან 650 მეტრზე, ზაფხული გრილია, ზამთარი - მკაცრი.
სოფელი წყალტუბოდან დაშორებულია 65 კმ-ით, 18 კმ-ით - „ქუთაისი-ალპანა-მამისონის“ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან. უახლოესი რკინიგზის სადგურია „ქუთაისი“ (55 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 77 კმ-ს.
სოფელ საჩხეურას მთავარი ღირშესანიშნაობებია ულამაზესი ბუნებრივი პირობები, მდიდარია საკურორტო-რეკრეაციული რესურსებით, უხვადაა სასმელი დანიშნულების მიწისქვეშა მტკნარი წყალი. სოფელში არის ბუნებრივი ტბა - „უფსკერო ტბა“, რომლის მაქსიმალური სიღრმეა 8 მეტრი. ტბაში ბუნებრივად გავრცელებულია თევზის ჯიშები: კობრი, საზანი, კარასი.
სოფელ საჩხეურში არის როგორც შერეული ასევე ფოთლოვანი ტყე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ტურისტული თვალსაზრისით.
სოფელ საჩხეურში არის გადასახედები, რაჭის და ოკრიბის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკები, ულამაზესი ტყეები და მდელოები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ტურისტული დანიშნულებით.
სოფელში არის მაცხოვრის აღდგომის სახელობის და თომა მოციქულის სახელობის მოქმედი ეკლესიები. კვირაცხოვლობის მეორე დღეს - ორშაბათს აღნიშნავენ დღესასწაულს, რომელსაც ეწოდება „ანკაროული“.
სოფლის მოსახლეობა ეწევა მესაქონლეობას, მესიმინდეობას, მევენახეობას, მეფუტკრეობას.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 72 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 217 | 101 | 116 |
2014 |
| 37 | 35 |
სოფელში არის არასრული საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა. უახლოესი სამედიცინო ამბულატორია არის მეზობელ სოფელ დღნორისაში (5 კმ).
სოფელი ელექტროფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება ადგილობრივი ბუნებრივი წყაროებიდან. ხელმისაწვდომია უკაბელო ინტერნეტის ქსელი.
სოფლის ცენტრალური და შიდა გზები ნაწილობრივ მოხრეშილი და ნაწილობრივ მოსახრეშია. დაგეგმილია სოფლის გარე განათების სისტემის მოწყობა 2020 წლისთვის.
სოფელ დღნორისას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და სარგებლობს რიგი საგადასახადო და სოციალური შეღავათებით (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“).
შენობ(ებ)ის აღწერა:
1) შენობის ფართობი - 100 მ2; სართულების რაოდებობა - 1; ოთახების რაოდენობა - 1; ჭერის სიმაღლე - 2.5 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარემონტო.
2) შენობის ფართობი - 79 მ2; სართულების რაოდებობა - 1; ოთახების რაოდენობა - 1; ჭერის სიმაღლე - 2.5 მ. ტექნიკური მდგომარეობა: ექვემდებარება დემონტაჟს.