პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინა

ქ. კიევი

ასოციაცია - სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგია" / Всеукраїнське суспільне об’єднання "Георгія" დაარსდა 2010 წელს. გაერთიანების უპირველესი მიზანია  სამშობლოდან  შორს მყოფი თანამემამულეების დახმარება, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა და საქართველოს პოპულარიზაცია. ასოციაციასთან ფუნქციონირებას განაგრძობს ქ. კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და მასთან არსებული საკვირაო სკოლა და ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელი". 2013 წლის მაისში, ცენტრის ბაზაზე გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა.

საკონტაქტო მონაცემები:

დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: ბესიკ შამუგია

მის: м. Київ, вул. Шулявська 10/12

ელ-ფოსტა: [email protected][email protected]

ვებ-გვერდი: www.iberieli.org

  http://goo.gl/4MzlT

 http://goo.gl/cizY0


 

ქ. კიევი

ქართული კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი "იბერია" / Грузинський культурно – освітний центр "ІБЕРІЯ" დაარსდა 2000 წელს. ცენტრთან ფუნქციონირებს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სკოლა-სტუდია "იბერია", ქართული საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა, ისტორია, ქართული ხალხური ცეკვა, სიმღერა და ქართული ხალხური საკრავები.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: მანანა სულაქველიძე

მის: г.Киев, ул.Екатерины Белокур №3, Средняя школа №88 

ელ-ფოსტა: [email protected]

  https://www.facebook.com/iberia2002/

  https://www.facebook.com/iberiakiev/


 

ქ. კიევი

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქართული დიასპორა" / ОБЩЕСТВЕННАЯ ОРГАНИЗАЦИЯ "ГРУЗИНСКАЯ ДИАСПОРА УКРАИНЫ" დაარსდა 2015 წელს. საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, უკრაინაში მცხოვრები ქართველების გაერთიანება და ინტეგრაციის ხელშეწყობა.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ნიკოლოზ გუგეშაშვილი

ელ-ფოსტა: [email protected]

 https://www.facebook.com/GeorgianDiasporaofUkraine


 

ქ. ოდესა

ქ. ოდესის ქართული ეროვნულ-კულტურული საზოგადოება "საქართველო" / Одесское Грузинское национально-культурное общество "Сакартвело" დაარსდა 1992 წელს. საზოგადოების მიზანია ქართულ დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია უკრაინაში. 2001 წელს საზოგადოების ბაზაზე ჩამოყალიბდა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "საქართველო".

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი: აკაკი იაკობიშვილი

მის: ქ. ოდესა, ფრანზუსკი ბულვარი 8 ოფისი 323

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. ოდესა

ოდესის საოლქო ქართული კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი "ივერია“ / Грузинский культурно-образовательный центр "Иверия" დაარსდა 2010 წლის დეკემბერში. კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის მიზანია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობა. ცენტრი ინტენსიურად აწყობს კულტურულ ღონისძიებებს, კონკურსებს - "მოგზაურობა საქართველოში" და "ჩემი სამშობლო", ლიტერატურულ საღამოებს და მონაწილეობას იღებს საქართველოს საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ცენტრში გახსნილია ქართული საკვირაო სკოლა "ანა–ბანა"და მუსიკალური გუნდი.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: შორენა გეგეშიძე

მის: Успенская, 32; Одесса, Украина

ელ-ფოსტა: [email protected]

  https://www.facebook.com/iveria.odessa


 

ქ. ხარკოვი

ხარკოვის საზოგადოებრივი გაერთიანება "საქართველო" / Об­щест­вен­ное объединение "Сакартвело" დაარსდა 2002 წლის 27 სექტემბერს და მისი მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს ქართული ცეკვის ანსამბლი "კოლხეთი".

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ზურაბ ქირია

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. ხარკოვი

ქ. ხარკოვის საზოგადოებრივი გაერთიანება "ერთიანი საქართველო" / Общественная организация "Единая Грузия" დაარსდა 2008 წელს და იგი ეწევა კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობას. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს ანსამბლი "ჯორჯია", სადაც ირიცხება 40 მოზარდი. ანსამბლს ხელმძღვანელობს მალხაზ ჯალაღონია.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: თამაზ თევდორაძე

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. ხარკოვი

ხარკოვის საოლქო ეროვნულ-კულტურული საზოგადოება "საქართველო" / ХАРКІВСЬКА ОБЛАСНА ОРГАНІЗАЦІЯ ГРУЗИНСЬКЕ НАЦІОНАЛЬНО-КУЛЬТУРНЕ ТОВАРИСТВО "САКАРТВЕЛО" საქმიანობას 2010 წლის 25 ნოემბრიდან. ორგანიზაციის მიზანია ქართული ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ეროვნულ-კულტურულ საზოგადოებასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა "იმედი" და ამავე სახელწოდების ქართული ცეკვის ანსამბლი.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ნონა გოგოხია

ელ-ფოსტა: [email protected]

 https://www.facebook.com/groups/305435699488722/


 

ქ. ხარკოვი

ხარკოვის ოლქის ქართული საქველმოქმედო საზოგადოება "მეტეხი" / Грузинское областное благотворительное общество "Метехи" დაარსდა 2000 წელს და იგი ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას. საქველმოქმედო საზოგადოება ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას ფოლკლორულ ფესტივალს "მეტეხი აგროვებს მეგობრებს" და კონკურს-ფესტივალს "ცეკვავს და მღერის კავკასია". საზოგადოებასთან ფუნქციონირებს კირილ შელიას სახელობის ანსამბლი "მეტეხი", რომელსაც ხელმძღვანელობს დავით დათაშვილი, ანა მაისურაძე და შოუ ბალეტი "Душа Кавказа". ორგანიზაციაში პერიოდულად ტარდება ქართული ენის გაკვეთილები.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ნინო ცხვედაძე


 

ქ. დნიპრო

დნეპროპეტროვსკის საოლქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ერის ერთობა" / Днепропетровская областная общественная организация "Эрис Эртоба" დაფუძნდა 2005 წელს. საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიზანია ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ალიადა კანკავა-მანსუროვა

ელ-ფოსტა: [email protected]

 https://bit.ly/2LbdOHM


 

ქ. დნიპრო

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქართული სული" / Общественная организация "Грузинская Душа" დაარსდა 2014 წელს და მისი მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებას განაგრძობს ქართული საკვირაო სკოლა (დაარსდა 2011 წელს, ხელმძღვანელი და ქართული ენის პედაგოგი - ნაირა აქუბარდია) და ქართული ცეკვის ანსაბლი "რიონი" (დაარსდა 2012 წელს, ქორეოგრაფი - მარინა გუგუნიშვილი).

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: გიორგი ადამაძე

ელ-ფოსტა: [email protected]

 https://bit.ly/2zFGVOL

 https://bit.ly/2LfJEQh


 

ქ. ზაპოროჟიე

"შოთა რუსთაველის" სახელობის ქართული საზოგადოება / Грузинская общества им. Шота Руставели დაარსდა 2007 წელს. ორგანიზაციის მიზანია ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და ქართული ცეკვის ანსამბლი "იმედი".

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: მამუკა ქაჩლიშვილი

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. პოლტავა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია - პოლტავის რეგიონული ქართველთა საძმო "გეორგია" / Общественная организация - Полтавское территориальное Грузинское братство "Георгия" დაარსდა 2005 წელს და მისი მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება. საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და ცეკვის ანსამბლი. ქართველთა საძმო "გეორგია" არის სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგიას" წარმომადგენელი.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: რამაზ ზარქუა

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. ხერსონი

საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ხერსონის საქალაქო ქართული ეროვნულ-კულტურული გაერთიანება "ილორი" / общественная организация - Херсонское городское грузинское национально-культурное объединение "Илори" დაარსდა 2008 წელს. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ელიკო მარკელია, რომელიც არის კომუნალური საწარმოს - "Кинотеатр Искра" დირექტორი და საქველმოქმედო ორგანიზაციის - "საქველმოქმედო ფონდი ელიკო მარკელია" ხელმძღვანელი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარების ზონაში მყოფი ჯარისკაცებისთვის.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ელიკო მარკელია

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. ნიკოლაევი

საზოგადოებრივი გაერთიანება - ქართული ეროვნულ-კულტურული საზოგადოება "იბერია" / общественная организация - Грузинское национально-культурное общество  "Иберия" დაარსდა 1993 წელს. მისი მიზანია ქართული კულტურის შენარჩუნების ხელშეწყობა, უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის, ერთიანობისა და ურთიერთკავშირების გაძლიერება. საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ვალერი ეხვაია

სასარგებლო ბმულები