პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა

ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის და ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის უფრო  აქტიური ჩართულობის მიზნით, აგრეთვე, საზღვარგარეთ საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და სახალხო დიპლომატიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა საზღვარგარეთ მოქმედი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის დაფინანსების მექანიზიმის. 

დღეის მონაცემებით საზღვარგარეთ  ფუნქციონირებს 89 ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. მიმდინარე წელს,  საპილოტე რეჟიმში კონკურსის წესით დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების  ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.  

საგრანტო პროგრამა - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“, საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების საჭიროებებზეა მორგებული და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პირველად მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით, ხელი შეუწყონ უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების ფუნქციონირებას და მათ შემდგომ განვითარებას.  

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 150 000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 10 000 ლარისა (აღნიშნული თანხა მოიცავს ანსამბლების მიერ შეძენილი ფორმების, ინსტრუმენტების თუ სხვა ინვენტარის ტრანსპორტირების ხარჯს). 

კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა,  და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს,  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: მობ.: +995 577768768; +995 595964000.

 

 

2023 წლის პროგრამის გამარჯვებულები2022 წლის პროგრამის გამარჯვებულები2021 წლის პროგრამის გამარჯვებულები

სასარგებლო ბმულები