პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ადგილი: ავსტრია, ინსბრუკი
ორგანიზატორი: საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში
დეტალები: მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ტიროლის ფედერალურ მიწაზე, ავსტრიაში საქართველოს ელჩის, ქეთევან ციხელაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე დაესწრება ავსტრიაში საქართველოს კონსული, შორენა წიკლაური. შეხვედრა გაიმართება 17 სექტემბერს, 17:00 საათზე ქ. ინსბრუკში საქართველოს საპატიო საკონსულოში (მისამართი: Mitterweg 24, Innsbruck), რომელსაც აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი ოფიციალურად გახსნის. შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ელ. მისამართზე: [email protected]. აქვე გაცნობებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, შეხვედრაზე დასწრება შეზღუდულია. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიება წარიმართება ავსტრიაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების სრული დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. 3G (Getestet, Geimpft, Genesen) წესის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.
http://gda.ge/news/avstriashi-sakartvelos-elchi-diasporis-tsarmomadgenlebs-shekhvdeba