პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უცხო ქვეყნის/საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, ასევე მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრული ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.
აღნიშნული პროგრამა არის 60-კრედიტიანი, მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.
საქართველოში სწავლის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე:
საქართველოში უმაღლესი განათლების დაწყების/გაგრძელების მსურველ დაინტერესებულ პირებს პრაქტიკული სახის ინფორმაცია საქართველოში სწავლისა და ცხოვრების შესახებ შეუძლიათ იხილონ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.studyingeorgia.ge/. აღნიშნული გვერდი შექმნილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ და იგი მოიცავს ინფორმაციას საქართველოში სწავლასთან დაკავშირებულ სააპლიკაციო პროცედურებზე, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, დაფინანსების მოპოვების წყაროებზე, ქართული ენის შესწავლის თაობაზე და სხვ.