პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“

სახელმწიფო საგრანტო პროგრამას, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

პროგრამა, დიასპორაზე მიმართული ინიციატივების დაფინანსების მექანიზმის საშუალებით, ხელს უწყობს დიასპორასა და სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავებას. "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის" პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, გამჭვირვალე კონკურსის გზით, მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის, ასევე, საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება კონკურსისი წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500 000 ლარს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს კი გრანტის სახით გადაეცემა არაუმეტეს 30 000 ლარი.

 

2021 წელს “დიასპორული ინიციატივის ხელშეწყობის” ფარგლებში დაფინანსდა 22 პროექტი:

2021 წლის კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების წარდგენა

                                                                                                          

2019 და 2020 წლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ დაფინანსებულ იქნა 73 პროექტი, ბენეფიციართა რაოდენობამ კი 50 000-მდე თანამემამულე შეადგინა.

                                                                                                          

 

2020 წელს, პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, გამოვლინდა 45 გამარჯვებული თანამემამულე მსოფლიოს 19 ქვეყნიდან. წელს პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

 

2020 წლის კონკურსის გამარჯვებულ დიასპორელთა წარდგენა

                                                                                                      

 

2019 წელს, აღნიშნული საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, გამოვლინდა 28 გამარჯვებული. პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენა საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კუტლურის შესახებ ცნობადობის ამაღლება:

 

[პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]

სასარგებლო ბმულები