პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

21 მარტი - ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია ესპანეთში მყოფი თანამემამულეებისთვის


21.03.2020

მიმდინარე წლის 21 მარტს, ესპანეთის დროით 17:00 საათზე, ესპანეთში საქართველოს საელჩოს Facebook გვერდზე თბილისიდან გაიმართება ექიმ-ინფექციონისტის ონლაინ კონსულტაცია ესპანეთში მყოფი თანამემამულეებისთვის თემაზე "კორონავირუსი - მისი პრევენცია და მკურნალობა". მოქალაქეებს შეკითხვები შეუძლიათ გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

ონლაინ სამედიცინო კონსულტაციის ფარგლებში, ექიმ-ინფექციონისტი თბილისიდან ონლაინ რეჟიმში უპასუხებს ესპანეთში მყოფი თანამემამულეების შეკითხვებს კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ საკითხებზე. 

მსოფლიოში არსებული კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები თბილისიდან ხორციელდება იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია თბილისიდნ უკვე გაიმართა იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

აღნიშნული ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და მას ორგანიზებას უწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.