პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

4 თებერვალს ტოკიოს სუმოს არენაზე ტოჩინოშინის კარიერის დასრულების და სუმოდან გაცილების ცერემონია გაიმართა


06.02.2024

4 თებერვალს ტოკიოს სუმოს არენაზე “Ryogoku Kokugikan” ტოჩინოშინის “დანპაცუშიკი” - კარიერის დასრულების და სუმოდან გაცილების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე ათასობით მაყურებელი დაესწრო, მათ შორის იაპონიაში მცხოვრები და ვიზიტით მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ასევე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, იოსებ ბაღათურია,

ცერემონიის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 5 თებერვალს იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტოჩინოშინის კარიერის დასრულების აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა.

მიღებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ, საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, იჩირო აისავამ და საქართველოში იაპონიის ყოფილმა ელჩმა და საქართველო-იაპონიის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, ტადაჰარუ უეჰარამ.

მიღების ფარგლებში ქართული სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „რუსთავმა იაპონური ანსამბლი „იამაშიროგუსთან“ ერთად. ასევე კომპოზიციები შეასრულეს იაპონიაში მოღვაწე მუსიკოსებმა, ზაზა გოგუამ და გიორგი ბაბუაძემ.

მიღებას ესწრებოდნენ იაპონელი პოლიტიკოსები, ბიზნესისა და კულტურის წარმომადგენლები და იაპონიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.