პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსებმა უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს


30.03.2022

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა, დიასპორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს. 

საქველმოქმედო კონცერტი ნიუ ჯერსის შტატში, ქალაქ პრინსტონში გაიმართა.

კონცერტზე შესრულდა ევროპული და ქართული კლასიკური მუსიკა, მათ შორის ამერიკაში მოღვაწე კომპოზიტორის დავით ჭკუასელის ნაწარმოებები. 

ამერიკაში მოქმედმა ანსამბლ "ზეკარის " წევრებმა ტრადიციული ქართული სიმღერები "სულიკო" და "მრავალჟამიერი" შეასრულეს.

საღამოს ამერიკაში მცხოვრები უკრაინელებიც ესწრებოდნენ. 

კონცერტზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოქმედ საერთაშორისო ფონდში გადაირიცხა. საქველმოქმედო კონცერტიArts Legacy International-ის ორგანიზებით განხორციელდა.