პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბაქოს XIX საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ მიიღო


07.04.2023

2023 წლის 4 აპრილს ქალაქ ბაქოს ექსპო ცენტრში გაიმართა XIX საერთაშორისო გამოფენის „ტურიზმი და მოგზაურობა“ საზეიმო გახსნის ცერემონია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიების სტუმრები გაეცნენ გამოფენაზე წარმოდგენილ სხვადასხვა ქვეყნების ტურისტული პოტენციალის ამსახველ სტენდებს, მათ შორის საქართველოს სტენდს.

საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილეოდბენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სსიპ ბათუმის ბულვარი და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიებას დაესწრნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.