პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბერლინში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გაიმართა


11.08.2023

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თამარ ჩომახიძის ინიციატივით, ქალაქ ბერლინში გაიმართა დემონსტრაცია.

აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში მცხოვრებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.

 

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

აღნიშნული პროგრამის შესახენ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

http://gda.ge/pages/ikavi-sheni-kveknis-akhalgazrda-elchi