პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბერლინში აფხაზეთის ომის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა


25.09.2023

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2023 წლის პროგრამის გამარჯვებულის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თამარ ჩომახიძის ინიციატივით, 24 სექტემბერს ბრანდენბურგის კარიბჭესთან გაიმართა ფოტო-გამოფენა აფხაზეთის ომის შესახებ.

აღნიშნული ინიციატივა ეძღვნებოდა აფხაზეთის ომის დასრულების 30 წლისთავს. ფოტო-გამოფენის დამთვალიერებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკული ომი და ამ ფორმით გააპროტესტეს რუსეთის ოკუპაცია.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს:

https://www.facebook.com/YoungGeorgiansInGermany

 

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, გულისხმობს, ახალგაზრდა ელჩების მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

დამატებითი ინფორმაციას პროგრამის შესახებ იხილეთ:

http://gda.ge/news/ikavi-sheni-kveknis-akhalgazrda-elchis-programis-gamarjvebulebi-gamovlindnen