პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ! - საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ემიგრანტებს


26.03.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ქართველ ემიგრანტებს მიმართა და სიფრთხილისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა.

 "ჩემო თანამემამულეებო, მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც იმყოფებით საქართველოს საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, თქვენი ოჯახებისგან მოშორებით, იქ, სადაც ახალი კორონავირუსია გავრცელებული, მძიმე პირობებში. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა და გთხოვოთ - იყავით ძალიან ფრთხილად, მოუსმინეთ ყველა რეკომენდაციას და ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.