პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დღეს, პრაღის ავიარეისით თანამემამულეები სამშობლოში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდებიან


02.05.2020

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს, 2 მაისს, შესრულდება ჩარტერული რეისი პრაღიდან ბათუმის მიმართულებით, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს თანამემამულეებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან: ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან.

აღნიშნული ავიარესისის მგზავრთა შორის არიან სტუდენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოპაციენტები და კორონავირუსის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები.

შეგახსენებთ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების დახმარებას. თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს, ელექტრონული ფორმით, სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ახლო მომავალში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

2 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 18 306 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9 396 მოქალაქე.