პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დუბლინში ქართული პოლიფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა


07.02.2024

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს და „ქართული კულტურის ცენტრი ირლანდიაში - ქართული დიასპორის“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ქალაქ დუბლინის წმ. ავგუსტინეს ტაძარში ქართული პოლიფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა.

ქართული საგალობლები და ფოლკლორული სიმღერები შესრულდა საქართველოდან მოწვეული სტუმრების - ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ნატალია ზუმბაძის; მუსიკოლოგიის დოქტორის, ეთნომუსიკოლოგის, დავით შუღლიაშვილის; ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის ოთარ კაპანაძისა და ირლანდიაში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლის „კავკასიონის მიერ.

კონცერტს ესწრებოდნენ ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ირლანდიელი სტუმრები და ირლანდიაში მცხოვრები ქართველები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა.

ირლანდიაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის კონცერტის ორგანიზებისათვის ირლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელებს ლელა შურუპოვას, ზურა ჯავახიშვილს და კონცერტის მონაწილეებს ქართული ფოლკლორის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის.