პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ლევან იზორია ჰამბურგში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


16.08.2020

 

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ქ. ჰამბურგში, საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის, პრობლემური საკითხები; საუბარი ასევე შეეხო სამომავლო ერთობლივ გეგმებს და აღინიშნა თანამშრომლობის გაძლიერებისა და მსგავსი ფორმატით შეხვედრების გაგრძელების აუცილებლობა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზი გაესვა, სამომავლოდ, ქართულ-გერმანული ფორუმის ჩამოყალიბების საკითხს და ამ ფორუმში ქართული დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას.